geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრა, აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი, კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტი და ისრაელის ცენტრი 2024 წლის 25 მარტს გამართავენ ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის,  ჯემალ აჯიაშვილის, დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.

 

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

ქართველოლოგია

თარგმანმცოდნეობა

ლიტერატურათმცოდნეობა

აღმოსავლეთმცოდნეობა

დასავლეთევროპული ენები და ლიტერატურა

კავკასიოლოგია

ამერიკანისტიკა

სლავისტიკა

რუსეთისმცოდნეობა

ფილოსოფია

კულტურის კვლევები

ხელოვნება

ისტორია

ეთნოლოგია

არქეოლოგია

ინტერდისციპლინური კვლევები

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული.

რეგლამენტი:             

მოხსენება – 15 წუთი;

მსჯელობა – 5 წუთი;

მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენციის ჩატარების თარიღი:  25 მარტი, 2024 წელი

 

თეზისების მიღების ვადა: 5 მარტი, 2024

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში).

საკონტაქტო პირი:  ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.

ელ.ფოსტა: javakhishvili_students@tsu.ge

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)

თარიღი: 24/11/2023